იპოთეკური სესხები

იპოთეკური სესხი ანუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც ჩვეულებრივ გასცემს ბანკი. ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში არსებული იპოთეკური სესხის ყველა საბანკო დაწესებულება მათივე პირობებით.

რამდენი ლარი გჭირდება?

კომპანია
პროცენტი
თანხის ოდენობა
სესხის ვადა
მოქმედება
სესხის პროცენტი 2.00%

წლიური ეფექტური 26.84%
მაქსიმალური თანხა 100000 ლარი
180 თვემდე
სესხის პროცენტი 11.00%

წლიური ეფექტური 7.53%
მაქსიმალური თანხა 100000 ლარი
3-180 თვემდე
სესხის პროცენტი 13.00%

წლიური ეფექტური 13.82%
მაქსიმალური თანხა 200000 ლარი
3-48 თვემდე
სესხის პროცენტი 6.50%

წლიური ეფექტური 6.90%
მაქსიმალური თანხა 300000 ლარი
240 თვემდე
სესხის პროცენტი 10.50%

წლიური ეფექტური 12.29%
მაქსიმალური თანხა 400000 ლარი
180 თვემდე

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. ონლაინ სესხებისგან განსხვავებით იპოთეკური სესხი მოითხოვს უძრავი ქონებით უზრუნველყოფას, რაც თავისთავად იძლევა დიდი თანხის სესხების გარანტს.

creditbook.ge დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. ვებგვერდზე წარმოდგენილია საქართველოში არსებული და მოქმედი ყველა იპოთეკური სესხის კომპანია მათივე პირობებით. ეს პირობები განასხვავებს გამსესხებელ კომპანიებს ერთმანეთისაგან და სწორედ ამ პირობებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს მსესხებელმა გადაწყვეტილება, თუ რომელი კომპანია აირჩიოს. მთავარი პირობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: სესხის პროცენტი, სასურველი თანხა და სესხის ვადა.

იპოთეკური სესხის მიღების პირობები

იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს ვისაც გააჩნია თავის სახელზე რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება. იმისათვის რომ მიიღოთ სასურველი თანხა საჭიროა აკმაყოფლებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს, რომელიც ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია. მათი ძირითადი მოთხოვნებია:

  • იყოთ საქართველოს მოქალაქე
  • იყოთ 18-დან 65 წლამდე
  • გაფორმებული გქონდეთ უძრავი ქონება


უზურნველყოფა

იპოთეკური სესხი თავისთავად გულისხმობს სესხის მიღებას უზრუნველყოფით. ეს ნიშნავს, რომ იპოთეკური სესხის გაკეთების შემთხვევაში, თქვენი კონკრეტული უძრავი ქონება დაიტვირთება იპოთეკით და დაედება ყადაღა იქამდე, სანამ სრულად არ დაფარავთ მიმდინარე დავალიანებას.

მოგვწერეთ Facebook-ზე