სამომხმარებლო სესხები

სამომხმარებლო სესხი საუკეთესო საშუალებაა პირადი აქტივების შეძენის, სხვადასხვა ხარჯების და ასევე სხვა საბანკო ვალდებულებების გადაფარვისათვის. ვებგვერდზე წარმოდგენილია საქართველოში არსებული სამომხმარებლო სესხის ყველა საბანკო დაწესებულება მათივე პირობებით.

რამდენი ლარი გჭირდება?

კომპანია
პროცენტი
თანხის ოდენობა
სესხის ვადა
მოქმედება
სესხის პროცენტი 7.50%

წლიური ეფექტური 15.50%
მაქსიმალური თანხა 45000 ლარი
3-48 თვემდე
სესხის პროცენტი 9.00%

წლიური ეფექტური 18.29%
მაქსიმალური თანხა 45000 ლარი
3-48 თვემდე
სესხის პროცენტი 11.00%

წლიური ეფექტური 7.63%
მაქსიმალური თანხა 100000 ლარი
3-120 თვემდე
სესხის პროცენტი ინდვ.%

წლიური ეფექტური ინდვ.%
მაქსიმალური თანხა 30000 ლარი
60 თვემდე
სესხის პროცენტი 5.50%

წლიური ეფექტური 11.10%
მაქსიმალური თანხა 40000 ლარი
48 თვემდე
სესხის პროცენტი 9.00%

წლიური ეფექტური 15.00%
მაქსიმალური თანხა 140000 ლარი
120 თვემდე
სესხის პროცენტი 11.50%

წლიური ეფექტური 15.10%
მაქსიმალური თანხა 160000 ლარი
120 თვემდე

სამომხმარებლო სესხი

სამომხმარებლო სესხი საუკეთესო საშუალებაა თქვენი სურვილების ასასრულებლად. სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობა შეიძლება იყოს დასვენება, განათლება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, მკურნალობა, ავტომობილის შეძენა, ბინის რემონტი და სხვა. ონლაინ სესხებისგან განსხვავებით სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა დაბალი პროცენტით და გადახდის მოქნილი გრაფიკით, თუმცა დამტკიცებას შესაძლოა რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე დასჭირდეს. ასევე სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას, ჩვეულებრივ გაცილებით დიდი თანხის მოთხოვნაა შესაძლებელი ვიდრე სწრაფი ონლაინ სესხით სარგებლობის დროს.

creditbook.ge დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. ვებგვერდზე წარმოდგენილია საქართველოში არსებული და მოქმედი ყველა სამომხმარებლო სესხის კომპანია მათივე პირობებით. ეს პირობები განასხვავებს გამსესხებელ კომპანიებს ერთმანეთისაგან და სწორედ ამ პირობებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს მსესხებელმა გადაწყვეტილება, თუ რომელი კომპანია აირჩიოს. მთავარი პირობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: სესხის პროცენტი, სასურველი თანხა და სესხის ვადა.

სამომხმარებლო სესხის მიღების პირობები

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს ვისაც შემოსავალი ბანკში ერიცხება. იმისათვის რომ მიიღოთ სასურველი თანხა საჭიროა აკმაყოფლებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს, რომელიც ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია. მათი ძირითადი მოთხოვნებია:

  • იყოთ საქართველოს მოქალაქე
  • იყოთ 20-დან 65 წლამდე
  • გერიცხებოდეთ თანხა ბანკში
  • არ იყოთ მომხმარებელთა შავ სიაში


უზურნველყოფა

სამომხმარებლო სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ბანკმა მოითხოვოს სესხის უზრუნველყოფა. ძირითადად ამ შემთხვევაში უზრუნველყოფა გულისხმობს თქვენი დამკიცებული სამომხმარებლო სესხით შეძენილი უძრავი ქონებისა ან სხვა სახის აქტივის ბანკის სახელზე გაფორმებას იქამდე, სანამ არ დაფარავთ აღებულ სესხს ბოლომდე.

მოგვწერეთ Facebook-ზე